ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს “სუფთა მუნიციპალიტეტის” სტატუსი მიენიჭა
ყოველწლიური კონკურსის, “სუფთა რეგიონის”ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს საქართველოს მასშტაბით “სუფთა მუნიციპალიტეტის” სტატუსი მიენიჭა.
ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ავრცელებს.
,,მინდა, გულისხმიერი მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად აქტიურ მონაწილეობას იღებენ ისეთი ღონისძიებების განხორციელებაში როგორიცაა: საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება/გატანა; ცენტრალური და შიდა სასოფლო გზის გვერდულების დასუფთავება; დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება;
სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირება/დახურვა; სეპარირების სისტემის გამართვა/მოწესრიგება; საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან ურთიერთობა;
ასევე, ჩვენს მოსახლეობას, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია მსგავსი ტიპის წარმატების მიღწევა და შესაბამისი სტატუსის მოპოვება. მადლიერება მინდა გამოვხატო სამთავრობო და არასამთავრობო პარტნიორებისა და საკონკურსო კომისიის მიმართ, მხარდაჭერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სამუშაოების ობიექტური შეფასებისათვის,”- აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.