ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ტარდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ტარდება.

ვეჯინსა და ძირკოკში ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამომრჩეველს პირველად უწევს ელექტრონული წესით არჩევანის გაკეთება.

ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზურაბ მუხულიშვილია.

ძირკოკსა და ვეჯინში გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე 4000- მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.