ლაგოდეხში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სათამაშოების შეგროვება დაიწყეს
ლაგოდეხში მცხოვრებმა ანა გელაშვილმა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად სხვადასხვა სახის აქცივობებს ახორციელებს, ბავშვებისთვის სათამაშოების შეგროვების კამპაია დაიწყო.
ღონისძიების ფარგლებში შეგროვილი სათამაშოები ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ღონისძიებაზე დარიგდება.
,,ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გვინდა ბევრი სათამაშო გვქონდეს მოგროვილი, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები გავახაროთ. ვაგროვებთ რბილ სათამაშოებს, ლეგოებს, თოჯინებს, მანქანებს და ა.შ. თითო ოჯახმა თითო სათამაშო რომ გაიღოს, წარმოიდგინეთ, რამდენ ბავშვს გავაბედნიერებთ”,- განაცხადა ანა გელაშვილმა.
დეტალებისთვის მიწერეთ: https://www.facebook.com/ana.gelashvili.944
სათამაშოების გადასაცემად დაუკავშირდით – 598102820