ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეულის ფარგლებში, თელავის ტექნოპარკში შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში 24-29 აპრილს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ტექნოპარკების ბაზებზე იმართება ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თელავის ტექნოპარკში გაიმართა. ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული იმართება პროფესიული განათლების ეროვნული კვირეულის (Skills Week Georgia) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზებას.
კვირეულის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა აქტივობა. გარდა ამისა, „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს პროექტის ფარგლებში, წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა გააკეთეს პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით. პროექტი უკვე მე-3 წელია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია რეგიონის 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსები კლუბში ჩართული სკოლის მოსწავლეებისთვის.