როგორია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შანსები
გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ როგორია საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა შესრულდა და რა არ შესრულდა EU-12 რეკომენდაციიდან ამ დრომდე, რამდენად დიდია შანსი ევროკავშირთან უფრო დაახლოებისა როგორც საქართველოსი, ისე მოლდოვისა და უკრაინის. რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ცოტა ხნის წინ ცხრა ორგანიზაციამ შეფასების დოკუმენტი – ,,სტატუსმეტრი” მოამზადა, რომელიც ხელისუფლების მიერ 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ მდგომარეობას აფასებს. საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციებზე, რის საფუძველზე ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.
ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემაში მოვიწვიეთ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.