გასულ წელს 18 დეპუტატს პლენარულ სხდომაზე ხმა არ ამოუღია – TI
2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა. აქედან 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებსაც გასულ წელს პლენარულ სხდომაზე ხმა არ ამოუღიათ არიან:
ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა)
ისკო დასენი (უმრავლესობა)
გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი)
აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია)
მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია)
სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა)
ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა)
სამველ მანუკიანი (უმრავლესობა)
გოგი მეშველიანი (უმრავლესობა)
კობა ნაყოფია (ოპოზიცია)
რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია)
დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა)
ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია)
გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა)
ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა)
ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია)
დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი)
ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)