თუშეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ 36 წლის მამაკაცი დააკავა
თუშეთის სოფელში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ 36 წლის მამაკაცი დააკავა.
გამოძიების მტკიცებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებმა მამაკაცმა, სოფელ ჭეშოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი, 43 წლის ნოდარ ნეკერაული მოკლა.
ბრალდებულმა გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენა. სამართალდამცავებმა დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს, 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.