ევროპის ჩემპიონატზე სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა, ვერცხლის მედალი მოიპოვა
ისრაელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვახტანგ ჩიდრაშვილმა საქართველო და თავისი მშობლიური მუნიციპალიტეტი ბევრჯერ ასახელა.
ის არაერთი ჯილდოს მფლობელია. მას ჩემპიონატებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი არის ექვსჯერ მსოფლიოს და ოთხჯერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.
ვახტანგ ჩიდრაშვილი 2021 წელს ასევე სამბოში, 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.