ყვარლის მუნციპალიტეტში 13 დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
ყვარლის მუნიციპალიტეტში, 13 დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს სოფელ საცხენესთან, მდინარის პირას მიაგნეს.
ადგილობრივების თქმით, ცხედარი სოფლიდან გაუჩინარებულ 24 წლის ლევან დოლენჯაშვილს ეკუთვნის.
გარდაცვლილი გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ლევან დოლენჯაშვილი, სოფელ საცხენეში 8 აპრილს გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებდნენ.