ფშაური ტრადიციული დამბალხაჭო
ტრადიციული ფშაური საკვები დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო), კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსგან მზადდება.
მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსოში – ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამავალი კვამლის ზემოთ ჰკიდია.
აღსანიშნავია, რომ ძველად ომში, სხვა შესაბამის საგზალთან ერთად, ფშაველ მეომრებს საკვებად, გამძლეობისა და სიმსუყის გამო, სწორედ დამბალხაჭო მიჰქონდათ.
დღეისთვის კი ფშავსა და ფშავლებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში კვლავაც შემორჩენილია დამბალხაჭოს დამზადების ტრადიცია.
2014 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უძველეს ფშავურ საკვებ პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა.