ახალი ამბები

თუშეთში მკვლელობა მოხდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის სოფელ ჭეშოში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თანასოფლელმა თანასოფლელი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივების თქმით, მიზეზი ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტს უკავშირდება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ფაქტზე მოკვლევას შსს-ს კახეთის პოლიცია აწარმოებს.