დედოფლისწყაროში ისტორიული ციხე-ქალაქის განახლება დაიწყო
დედოფლისწყაროში მდებარე ისტორიული ციხე- ქალაქის, ხორნაბუჯის ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი, ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი გზისა და გადასახედის რეაბილიტაციას, ასევე ტურისტული საფეხმავლო ბილიკების, საპარკინგე და საპიკნიკე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს.
ციხე- ქალაქის რეაბილიტაციის პროცესს, კახეთის გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი გაეცნო.
„ისტორიული ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურით მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა ნაკადს დედოფლისწყაროს მიმართულებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება”– განაცხადა ალადაშვილმა.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4,823,356 ლარს შეადგენს.