ყვარელში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
ყვარელში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ქარის გამო შეფერხებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას ცდილობდა, როცა მას დენმა დაარტყა.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” კახეთის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ტრანსფორმატორი, სადაც შემთხვევა მოხდა, კერძოა და დენის გათიშვის თაობაზე, მათთან მოთხოვნა არ შესულა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თელავის მკვიდრია და ის ყვარელში მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი, ამ დროისთვის გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ფოტო: პრაიმტაიმი