ამერიკის საელჩო – 45 წლის წინ თქვენ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ
გაერო-ში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა, – ამის შესახებ დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული.
„გაეროში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა“. 45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ. გილოცავთ დედაენის დღეს!“ – ნათქვამია ამერიკის საელჩოს მილოცვაში.