ახალი ამბები

კახეთის რეგიონში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ.

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათები თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღდგომო ნობათი 370 ოჯახს გადაეცა.

სააღდგომო ნობათი გადაეცათ დედოფლისწყაროს სათნოების სახლის ბენეფიციარებს. სასაჩუქრე კალათა დედოფლისწყაროს სათნოების სახლის 170 ბენეფიციარს გადაეცა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 18 წლამდე ასაკის შშმ და დედ-მამით ობოლ ბავშვებს სააღდგომო პაკეტები გადასცეს და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.