იანვარ-მარტში საქართველოში რუსეთიდან 298 285 მოქალაქე შემოვიდა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.
3 თვეში ქვეყნის საზღვარი რუსეთის 298 285-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. შსს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკით, იანვარ-მარტში ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციის 320 236 მოქალაქე გავიდა.
საზღვრის კვეთის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინა.