სოფელ ჩუმლაყში წარმოებული ნატურალური სასმელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთის ბაზარზე გავა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წარმოებული ნატურალური სასმელი „კეთილი და პატიოსანი“ საფრანგეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ჩინეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა უცხოეთში საკმაოდ დიდია და კომპანია მზად არის ახალი ბაზრების ასათვისებლად. მათივე თქმით, დასალევი ხილ-ბოსტნეული და ხილფაფა ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში უკვე გადის. მათივე ინფორმაციით, პროდუქცია გადის დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და აშშ-ში პროდუქცია უკვე გაგზავნილია, მოლაპარაკებები კი მიმდინარეობს საფრანგეთთან.
„კეთილი და პატიოსანი“ კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ საწარმოში მზადდება. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.