სახელმწიფომ წელს აუქციონზე კახეთში 3 ქონება გაყიდა
2023 წელს „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით აუქციონზე 13 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა.
გთავაზობთ მიმდინარე წელს პრივატიზებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს კახეთში:
თელავში, ნონეშვილის ქუჩაზე არსებული 8700.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – 179 000 ლარად ზურაბ კიკნაზემ შეიძინა. ქონების საწყისი ფასი კი, 177 000 ლარი იყო.
თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქ თელავში, მიხეილ ცისკარიშვილის ქუჩაზე მდებარე 3148.00 კვ.მ. დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 81 000 ლარად მარი კვინტრაძემ შეიძინა. საწყისი ფასი 79 000 ლარი იყო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნუკრიანში მდებარე 2604.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – 48 000 ათას ლარად შპს ჯიქეი ვაინერ-მა შეიძინა, რომელსაც შპს ჯიქეი ფროფერთი ფლობს, რომელიც თავის მხრივ, გიორგი რუხაძის საკუთრებაა. ქონების საწყისი ფასი, 47 000 ლარი იყო.