ახალგაზრდები და ევროპული განათლება
გადაცემათა ციკლი ,,გზა ევროპისკენ“, რომელიც რადიო ,,კახეთის ხმის“ და ფეისბუქ გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ თუ რატომ ირჩევენ ახალგაზრდები ევროპას და ევროპულ ღირებულებებს. პოლიტოლოგებისა, დარგის ექსპერტები და საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის საუბრობს იმაზე რომ საქართველოსთვის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა არის განათლება.
ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ახალგაზრდები, რომელიც სწორედ ევროპული განათლების ღირებულებებზე ისაუბრებენ. როგორია ახალგაზრდების თვალით დანახული საგანმანათლებლო სისტემა, რა მსგავსებაა და სხვაობაა, ჩვენს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ.
USAID – ის პროგრამა ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” რეგიონული კოორდინატორი, ახალგაზრდული მუშაკი თაზო ხალხელაური, ახალგაზრდული მუშაკი გიორგი ედიშერაშვილი და სტუდენტი კესო სახიაშვილი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,ერასმუსის” გაცვლილთუი პროგრამის სტუდენტია ესპანეთში, ხაენის უნივერსიტეტში.