ახალი ამბები

ბოლო 2 წელიწადში, უკანონო ნადირობის 730 ფაქტი დაფიქსირდა

ბოლო 2 წელიწადში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 730 ფაქტი დაფიქსირდა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მოკლულია „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 3 დათვი, 3 სარსარაკი და 1 ველის კაკაჩა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, 730 სამართალდარღვევიდან 60 პირს დაეკისრა ფულადი ჯარიმა, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა 191 პირს, 15 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, 109 შემთხვევაში შედეგი უცნობია, 349 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი უცნობია.

ბოლო 2 წელში, ჯამში დაკისრებული ჯარიმების რაოდენობამ 27 000 ლარი შეადგინა.