პირველი სექტემბრიდან დანაშაულის მხილება ვებგვერდით, წერილობით, ზეპირად, ტელეფონით და სხვა საშუალებებით იქნება შესაძლებელი
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით პირველი სექტემბრიდან დანაშაულის მხილება ვებგვერდით, წერილობით, ზეპირად, ტელეფონით, ფაქსით და სხვა საშუალებებით იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ ბიურომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის, მე-20 მუხლის პირველი პუნქტითაა დადგენილი.
„საზოგადოებრივი ინტერესების გამო გატყობინებთ შემდეგს: 2023 წლის 1 სექტემბრამდე, აღნიშნული მანდატი აქვს საჯარო სამსახურის ბიუროს და განცხადება შეგიძლიათ გააგზავნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ( www.mkhileba.gov.ge ). ასევე მხილება შესაძლებელია წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით ან სხვა საშუალებით, რისთვისაც გიზიარებთ საჯარო სამსახურის ბიუროს საკონტაქტო ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.