საგარეჯოში ბიო ნუშის წარმოება დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიო ნუშის წარმოება დაიწყო. კომპანია “გეონუში” წელს პირველ მოსავალს ელოდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსავალს წელს მიიღებენ, 2024 წლიდან კი ის ექსპორტზე გასვლასაც გეგმავენ. მათივე თქმით, წელს ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის 1 კგ ნუშის ფასი 8-9 დოლარის ექვივალენტი იქნება ლარში.
ცნობისთვის, ნუშის მოსავლის აღება საქართველოში აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე ხდება. 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გაყიდვით 2.23 მლნ დოლარის საექსპორტო შემოსავალი მიიღო. ჯამში გასულ წელს ნუშის ექსპორტი 14 ქვეყანაში განხორციელდა. საექსპორტო ბაზრებს შორის კი მოხვდნენ სომხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, პოლონეთი.
Pingback: წყალტუბოში ნაგავსაყრელის აშენებას ეწინააღმდეგებიან, ნინოწმინაში აპროტესტებენ რძის გაიაფება