ახალი ამბები

თელავის თეატრის წინ მსახიობ ნონა ხუმარაშვილის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატიული თეატრის წინ მსახიობ ნონა ხუმარაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნამდე სპექტაკლ „ლიბიდოს“ პრემიერა გაიმართა, რომლის რეჟისორია გოგი ჩაკვეტაძე. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კი მსახიობების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.
ნონა ხუმარაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიენიჭა. აკაკი ხორავას სახელობის პრემია კი მსახიობებს თემურ ხუნაშვილსა და პაატა გულიაშვილს გადაეცა. მსახიობებს უმაღლესი ჯილდო თელავის თეატრის დიდ სცენაზე თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორმა გადასცა. სხვადასხვა ჯილდო სხვა მსახიობებმაც მიიღეს.