ახალი ამბები

სომხური ინვესტიცია ქართულ ფეხბურთში – რა სიახლეებია საფეხბურთო კლუბ „თელავში“

“საფეხბურთო კლუბ თელავს” ახალი მესაკუთრე ჰყავს, კლუბის 34%-იან წილი, რომელსაც აქამდე ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა კარენ არუთიანიანმა იყიდა. 66%-ს კი იოსებ გრიშიკაშვილი ფლობს.

კარენ არუთიანიანი – სომეხი ბიზნესმენის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას მჭიდრო კავშირები აქვს ამერიკულ ბიზნესსფეროებთან. კლუბში ახალი მფლობელის მოსვლას, სიახლეები მოჰყვა სამწვრთნელო შტაბშიც.

კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – 49 წლის ვარდან მინასიანი. ის წარსულში იყო “პიუნიკის” და სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი და მერე უკვე მწვრთნელი. სომხური გუნდების გარდა მუშაობდა ყაზახური კლუბებში მწვრთნელად.

მის მთავარ მიღწევად სომხეთის ეროვნულ გუნდში ნაჩვენები შედეგები ითვლება, როდესაც ვარდან მინასიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში დანიას სტუმრად მოუგო 4:0, იტალიასთან სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა, სტუმრად მოუგო ჩეხეთს 2:1, შინ 2:1 დაამარცხა ბულგარეთი და მთლიანობაში, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სულ ცოტა დააკლდა მუნდიალის შესარჩევ პლეი ოფში გასასვლელად.

არდან მინასიანს თანაშემწეებად ორი თანამემამულე ჩამოჰყვა – არტაკ მოვსესიანი პირველი ასისტენტი იქნება, არტურ მკრტიჩიანი კი ფიზმომზადების მწვრთნელად იმუშავებს.