ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

სამი ქვეყნის ახალგაზრდების მონაწილეობით, პროექტი ,,ექოლოკაცია” განხორციელდა

მედია ორგანიზაცია კახეთის ხმამ, შვედურ, მოლდოვურ და ქართულ მედია ორგანიზაციებთან ერთად, განახორციელა პროექტი ,,ექოლოკაცია”.

პროექტის ფარგლებში, სამი ქვეყნის ახალგაზრდების მონაწილეობით, საინტერესო თემებზე შეიქმნა პოდკასტები და ჩატარდა სხვადახვა აქტივობები.

,,პროექტის ფარგლებში შეიქმნა პოდკასტები, სპორტის, კულტურის, პოლიტიკის მიმართულებით და სხვა საინტერესო თემებზე. მისი მოსმენა ინტერნეტში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში, კახეთის ხმის გუნდი იმყოფებოდა მოლდოვაში, სადაც კოლეგებთან ერთად გვქონდა სხვადასხვა სახის ტრენინგები, სადაც მოხდა ერთმანეთის გაცნობა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, კახეთის ხმის ოფისში, სტუმრად მივიღეთ შვედეთის და მოლდოვის წარმომადგენლები, მოხდა რამდენიმე პოდკასტის ჩაწერა და ასევე გაიმართა დისკუსია ახალგაზრდებთან, სადაც საუბარი იყო საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ”,-
განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ლევან იაგანაშვილმა.