„მოვუწოდებთ, მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე“ – TI
„მოვუწოდებთ, მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე“, – მიმართავს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მთავრობას, რის საფუძველსაც არასამთავრობო ორგანიზაციას მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვილი 47 წერილზე ადმინისტრაციის მხრიდან გაუცემელი პასუხი წარმოადგენს.
სამთავრობო გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ინფორმაცია დღეს გამოაქვეყნა. მასში აღნიშნული, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ორგანიზაციაში აცხაცადებენ, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე სამართლებრივ აქტს არღვევს. ამასთან, მათი ცნობით მთავრობის გადაწყვეტილებების 40% კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხება, რაც კორუფციული რისკის შემცველია.
„მოვუწოდებთ, მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა“, – მიმართავს მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაცია.