პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე რამდენიმე პირი დააჯარიმეს
პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააჯარიმა.
„ინტერპრენსიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ჯარიმა 5 პირს დაეკისრა. ინფორმაციისთვის, შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება 14 მარტს დაიწყო. ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია და ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართა.