“არ არსებობს კანონპროექტის გაწვევის პროცედურა პირველი მოსმენის შემდეგ, მეორე მოსმენაზე უნდა ჩააგდონ” – იურისტი
იურისტი ლინა ღვინიანიძე სოციალურ ქსელში “ოცნების” მიერ რუსული კანონის გაწვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ოფიციალურად არ არსებობს კანონპროექტის გაწვევის პროცედურა პირველი მოსმენის შემდეგ.
“ოფიციალურად არ არსებობს კანონპროექტის გაწვევის პროცედურა პირველი მოსმენის შემდეგ. ეს ნიშნავს რომ კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსნენინთ მიიღეს, მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ და ჩააგდონ! ხოდა დღეს ყველა ვდგებით პარლამენთან და ველოდებით ჩვენს თვალწინ, 76- ვე დეპუტატი როგორ ჩააგდებს კანონპროექტს რომელსაც მხარი დაუჭირეს. სანამ ამას არ ვნახავ ჩემი თვალით, ფეხს არ ვიცლი იქიდან!”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ხალხის პროტესტის შემდეგ, რასაც თან ახლდა დასავლეთის კრიტიკული შეფასებები და განცხადებები, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ პარლამენტიდან რუსული კანონპროექტი გაიწვია. განცხადება “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ, “ხალხის ძალამ” და საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივად გაავრცელეს.