რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი- შეხვედრა თელავში
რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი- აღნიშნულ საკითხზე თელავში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ორგანიზაცია ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე პროცესებსა და მისი მოგვარების გზევზე ისაუბრა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ.
მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს და ევროპასთან აშორებს. შეხვედრაზე დამსწრეებმა ასევე სამომავლოდ სხვადასხვა აქტივობებიც დაგეგმეს.