ახალი ამბები

ბაზარზე, კახური ტრადიციული მეთოდით დამზადებული არყის ახალი ბრენდი, MEOW გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე არყის ახალი ბრენდი გამოჩნდა. ნატაშკა გოცირიძემ და ნინი ნებიერიძემ ჭაჭის არაყი MEOW შექმნეს.

ბრენდის შემქმნელები მას ახასიათებენ როგორც ხარისხიან, ორგანულ, არც ისე მძიმე, გრადუსიანი სასმელს. გაყიდვაშია კახური ყურძნის ჭაჭა, რომელიც კახური ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და მუხის ჭაჭას.

ახალი ჭაჭა ჯერჯერობით ონლაინ მაღაზია VELI.STORE-ზე, Left Bank-ში, TES-ში, რესტორან LOLITA-სა და MTA-ში გუდაურში იყიდება.