“აგროქიზიყი” გუდის ყველის წარმოებას გეგმავს
ფერმერული მეურნეობა „აგროქიზიყი“ მიმდინარე წელს ცხვრის ყველის წარმოების დაწყებას გეგმავს.
კომპანიის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ პროდუქტი დედოფლისწყაროში, „აგროქიზიყის“ საკუთრებაში არსებული ფერმიდან მიღებული რძისგან დამზადდება, განიხილება ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობაც.
„ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროში წარმოებული ცხვრის ყველი (გუდის) საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე, „აგროქიზიყის“ შვილობილ, ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, ასევე სოფლის პროდუქტების პირველ მაღაზიაში “წერტი” გაიყიდება. ამჟამად მაღაზიას 4 ფილიალი აქვს.