ახმეტაში მამაკაცი დაჭრეს
ახმეტაში 44 წლის მამაკაცი დაჭრეს. ცეცხლნასროლი ჭრილობა მას ფეხის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი კატასტროფის სამედიცინო ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. დაჭრილის ახლობლებს, მომხდარზე საუბარი არ სურთ. ისინი ამტკიცებენ, რომ მამაკაცს იარაღი შემთხვევით გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა.
მომხდარ ფაქტზე ოპერატიულ- საგამოძიებო ღონისძიებების ატარებს ახმეტის პოლიციის სამმართველო, თუმცა ჯერჯერობით, დაკავებული არავინ არის.