ხანძარი კახეთში- ცეცხლი დედოფლისწყაროს ტყეში გაჩნდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასაზღვრო ზოლთან, ტყეს ცეცხლი წაეკიდა.
ადგილზე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახერხეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისათვის უცნობია.