ახალი ამბები

სოფელ ქისტაურში, რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმის ჭიშკარს და ღობეებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითრების პროგრამის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში დასრულდა რაფიელ ერისთავის სახლ -მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სახლ-მუზეუმთან მისასვლელ გზაზე დაეგო ქვაფენილის საფარი. მოხდა შესასვლელი თაღის აღდგენა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუზეუმის ჭიშკარს და ღობეებს.

პროექტის ღირებულება შეადგენს 638, 485 ლარს.