თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური 70 თეთრით განისაზღვრა
თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტით 70 თეთრიანი ტარიფით იმგზავრებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უმრავლესობის წევრების მხარდაჭერით მიიღო.
„ბიუჯეტმა მოგვცა იმის საშუალება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების საფასური შეგვემცირებინა. ჩვენს ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც ცხადია აისახა თელავის მუნიციპალიტეტის შემოსავლებზე. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ, ერთი მხრივ, მოსახლეობას შევთავაზოთ გრძელვადიანი, ეფექტური მუნიციპალური სერვისი და, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს მოქალაქეების ინტერესი. ჩვენი გუნდი აგრძელებს სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობას. აქტიურად ვმუშაობთ, რათა მუნიციპალური ტრანსპორტი სოფლებშიც იყოს ხელმისაწვდომი“,– აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მოსახლეობა უფასოდ გადაადგილება. როდის გახდება გადაადგილება ფასიანი, ჯერ ცნობილი არ არის.