პირველი გეგმიური უსისხლოდ ჩატარებული ონკო ოპერაცია კახეთში
სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია, კახეთში პირველად ონკო ქირურგმა, რატი ტურიაშვილმა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით, ანუ უსისხლო წესით ჩატარდა. ამოიკვეთა, როგორც სიმსივნე, ასევე იქვე მდებარე ლიმფური ჯირკვლები. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ოპერაცია თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში ჩატარდა. იხილეთ ვიდეორეპორტაჟი და გაიგეთ მეტი ინფორმაცია.