თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის თანამშრომელია.
ახალგაზრდები მსუბუქი ავტომობილით თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. შედეგად ორივე პირ ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.