რას ამბობენ მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში შეყვანილი ორი წლის გოგონას ოჯახის წევრები
დაკავებული მამა და მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში შეყვანილი ორი წლის გოგონა კახეთში.
ბავშვზე ძალადობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს.
მომხდარის შესახებ პოლიციას ბებიამ აცნობა, რომელიც თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ მცირეწლოვანზე დედა ძალადობდა, თუმცა ის სხვა ვერსიაზეც საუბრობს და აღიარებს, რომ მცირეწლოვან შვილს მამამაც სცემა.
“დღისით სახლში არ არის, 11-12 საათზე მოდის სახლში და ეგ როგორ სცემდა? ფეჩთან იდგაო და რომ გამოვიყვანეო, შეშინების მიზნით ხელი დავარტყიო და ამაზე თუ დამიჭერენ, დამიჭირონო”, – ამბობს ბებია რუსთქლავი 2-თან საუბრისას.
ბავშვი დედის ძმა ჩაწერა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი და უდანაშაულოა. დაკავებულ მამას კი სამი წლით პატიმრობა ემუქრება.