კახეთში, ორი წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მცირეწლოვანის მამა დააკავეს
კახეთში, ორი წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მცირეწლოვანის მამა დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
ორი წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პოლიციას ბავშვის ბებიამ აცნობა. მცირეწლოვანი თავდაპირველად გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით ის თბილისის ჯეოჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ფაქტზე გრძელდება გამოძიება.