თელავში მიუსაფარმა ძაღლებმა ქალი დაკბინეს
თელავში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მიუსაფარმა ძაღლებმა ქალი დაკბინეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქვეითი აგრარული ბაზრის მიმართულებით გადაადგილდებოდა. დაზარალებული ქალის განმარტებით, ძაღლები მას დღისით დაესხნენ თავს. მას ადგილობრივები დაეხმარნენ.
მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი გურჯაანში, რომელსაც ინტერმუნიციპალური დაფინანსება აქვს, კახეთში უკვე ორი წელია ამოქმედდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი აშენება, 2 მილიონ ლარამდე დაჯდა.