რა გამოწვევებია პროფესიული სწავლების მიმართულებით კახეთში
გადაცემათა ციკლი ,,გზა ევროპისკენ“, რომელიც რადიო ,,კახეთის ხმის“ და ფეისბუქ გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
გადაცემაში ვსაუბრობთ თუ როგორია კახეთის რეგიონში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან. განვიხილავთ თუ რა გამოწვევებია პროფესიული სწავლების მიმართულებით რეგიონში და ვისაუბრებთ სტუდენტებსითვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის საერთო საცხოვრებლის კორპუსები.
გადაცემის სტუმრები არიან ასოციაცია ,,სოციალური ქოლგას“ დამფუძნებელი ნათია მექვაბაური, კოლეჯ ,,პრესტიჟის“ დირექტორი, კონსტანტინე დოლიძე და კოლეჯ ,,აისის“ დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი.