ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში- გარდაცვლილია 3 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში – არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის არასრულწლოვანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ.

Knews.ge აღნიშნულ საკითხზე არკვევს დეტალებს და უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.