კეთილშობილი ირემი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან
კეთილშობილი ირემი წყვილჩლიქოსანი ცხოველია ირმისებრთა ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია.
აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. კეთილშობილი ირემი რქებს ყოველწლიურად იცვლის (უმთავრესად მარტ-აპრილში). ახალი რქების ზრდა ივნის-ივლისში მთავრდება. რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს.
კეთილშობილი ირმის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს და ის საქართველოშიც გვხვდება.კეთილშობილი ირემი უმთავრესად ნაკრძალებში ჰყავთ. იგი შეტანილია “წითელ წიგნში” და ამშვენებს როგორც ლაგოდეხის ისე ბორჯომის ნაკრძალს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფოტოხაფანგის ვიდეო: