ახალი ამბები

ლაგოდეხში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება მიშას“ – ამ მოწოდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ლაგოდეხშიც გაიმართა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და 50 -ზე მეტი მხარდამჭერი ქალაქის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ.

„ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს და აქციების მიზანია ხელისუფლება აიძულონ შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ.