მთავრობა B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას გეგმავს
საქართველოს მთავრობა B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„დაწყებული ან დაგეგმილი რეფორმების და სისტემური ცვლილებების ჩამონათვალი ვრცელია და მათი მიმოხილვა ერთ ინტერვიუში შეუძლებელია. რაც შეეხება დარგობრივ ე.წ. ვერტიკალურ პროგრამებს, აქაც მაღალი აქტივობაა. საკმარისია ჩამოვთვალოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური და უაღრესად წარმატებული პროგრამა, ასევე აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამები და სხვ. 2023 წელს დაგეგმილია B ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი პროგრამის დაწყება. საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის დაძლევს 21-ე საუკუნის ორ მთავარ ეპიდემიას: C ჰეპატიტს და აივ ინფექცია/შიდსს, ხოლო 2030 წლისთვის – B ჰეპატიტის ეპიდემიას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.