ახალი ამბები

სახელმწიფომ აუქციონზე გამოყვანილი 13 ღორიდან 11 ვერ გაყიდა

სახელმწიფომ აუქციონზე გამოყვანილი 13 ღორიდან 11 ღორი ვერ გაყიდა.

ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე დღეს 13 ერთეული კახური ჯიშის ღორი ჰყავდა გამოყვანილი, საიდანაც 2 ღორზე ინტერესი დაფიქსირდა და შესაბამისად გასხვისდა. აუქციონზე 13-ვე ღორი ( საკერატე ბურვაკი, სანეზვე ბურვაკი, ნეზვი) ცალ-ცალკე ლოტად იყო გამოყვანილი და მათი ღირებულება 165-დან იწყებოდა და 850 ლარამდე იყო . რეალურად ვაჭრობა ისე დასრულდა, რომ მხოლოდ ორი კახური ჯიშის სანეზვე ბურვაკი გაიყიდა.

commersant.ge-ს ინფორმაციით, აუქციონის პირობების მიხედვით, პოტენციურ მყიდველს აღნიშნული კახური ჯიშის ღორების წინასწარ ნახვა მეღორეობის ფერმაში გამოცხადებული კარანტინის გამო, არ შეეძლო.