„თავისუფლება მიშას“ „მიშამ უნდა იცოცხლოს“ – სიღნაღში საპროტესტო აქცია გაიმართა
„თავისუფლება მიშას“ „მიშამ უნდა იცოცხლოს“ – ამ მოთხოვნით სიღნაღში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები და ლიდერები მერიასთან შეიკრიბნენ და პატიმარ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, სიმბოლურია, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას სიღნაღიდან უცხადებენ, რადგან სწორედ სიღნაღი იყო ერთ-ერთი ქალაქი, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთდა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი საკუთარ ძალას აჩვენებენ ხელისუფლებას, რაც საბოლოო შედეგს გამოიღებს.
აქციაზე ლიდერების სიტყვით გამოსვლას ერთ-ერთი ადგილობრივისგან მცირე ინციდენტიც მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ქონება წაართვა და ოპოზიციის პროტესტი მისთვის მიუღებელია.
სიღნაღის მერიასთან აქცია, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და 50-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.