საქართველოში მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნული გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.