5 წელიწადში საქართველოში შობადობის მაჩვენებელი 13,7%-ით შემცირდა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლიდან 2022 წლამდე ახალშობილთა რაოდენობა წელიწადში შეუქცევადად მცირდებოდა და 5 წელიწადში თითქმის 14%-ით შემცირდა შობადობის მაჩვენებელი.
ახალშობილთა რაოდენობა წლიდან წლამდე უფრო თვალშისაცემად იკლებს რეგიონებში. თბილისში კი, სადაც საშუალოდ 15 000 ბავშვი იბადება წელიწადში, წლების მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.
5 წელიწადში საქართველოში შობადობის მაჩვენებელი 13,7%-ით შემცირდა. 2021 წელს 2017 წელთან შედარებით 7 347 ბავშვით ნაკლები დაიბადა.