კელი დეგნანი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებს და თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებს და თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრისას მან ყურადღება გაამახვილა იმ სასამართლო რეფორმებზე, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ საელჩო ავრცელებს.
,,2023 წლის პირველ რეგიონულ ვიზიტს კახეთში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეებთან და თანამშრომლებთან შეხვედრით ვიწყებთ. შეერთებული შტატები მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას. ამ ყოველივეს მოაქვს კანონის უზენაესობა, უკეთესი ბიზნესკლიმატი და წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური წევრობის გზაზე. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას”,- აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.